Logo Загрузить Adobe Flash Player

ქართველი მეცნიერების სიახლე სამშენებლო-სარემონტო სფეროში
 
შპს "თერმიკა" დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინჟინრებით, მხატვრებით, მეცნიერ-მუშაკებით. აქ შეიკრიბა პარტნიორთა ჯგუფი, რომლებიც აწარმოებენ სამშენებლო დანიშნულების სალეს მასალებს, როგორიცაა თბუნი და ჯოკერი.

რატომ თბუნი და ჯოკერი?

ხუთი სიტყვით: თბოიზოლაცია, ბგერაიზოლაცია, ნესტგამძლეობა, ხანძარმედეგობა, ეკოლოგია.

ეს არის ხარისხი, რომელიც დაგეხმარებათ დიდხანს შეინარჩუნოთ სითბო თქვენს საცხოვრებელ სახლში, თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ და, შესაბამისად, საგრძნობლად დაზოგოთ თანხები.

ეს არის ხარისხი, რომელიც დაგიცავთ ხმაურისაგან და შეგიქმნით მშვიდ გარემოს.

ეს არის ხარისხი, რომელიც აგაცილებთ მაღალ ტენიანობას ოთახებში.

ეს არის ხარისხი, რომელიც ინარჩუნებს მყარ და დაუზიანებელ კედლებს მრავალი წლის განმავლობაში.

ეს არის ხარისხი, რომელიც უსაფრთხოა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
All right reserved   Web development